ევროკავშირმა უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.5 მილიარდი ევრო გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული ფულისთვის უკეთესი დანიშნულების მიცემა შეუძლებელია.
“EU უკრაინის გვერდით დგას. დღეს ჩვენ გადავრიცხავთ 1.5 მილიარდ ევროს შემოსავალს მობილიზებული რუსული აქტივებიდან უკრაინის თავდაცვისა და აღდგენისთვის. არ არსებობს უკეთესი სიმბოლო ან გამოყენება კრემლის ფულისთვის, ვიდრე უკრაინის და მთელი ევროპის უფრო უსაფრთხო საცხოვრებლად ქცევაა”, – ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმებას ივნისში მიაღწია. გადაწყვეტილება უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მიიღეს.