‘’დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან’’- ამ შინაარსის გზავნილს პლატფორმა იქსზე ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აქვეყნებს. იკინზინგერი საქართველოს მმართველ პარტიას რუსეთის გვერდით მდგომ ძალას უწოდებს და მოსახლეობას მიმართავს, “დაიბრუნონ ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან”.
ყოფილ კონგრესმენს მიაჩნია, რომ თუ ქართველები ახლა შექმნილ ვითარებას არ გამოასწორებენ ქვეყანა დაიკარგება. ადამ კინზინგერი პლატფორმა იქსზე წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ოლიგარქიის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს.
“ქართული ოცნების” პარტია კორუმპირებულია და რუსეთის გვერდითაა. ქართველებს სიტუაციის გამოსწორების შანსი აქვთ. თუ ამას არ იზამენ, ვშიშობ, საქართველო დაიკარგება.საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“. დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან. აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს”, – წერს ადამ კინზინგერი.