ონკოპაციენტებს ქიმიოთერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების კლინიკაში მიიღებენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით ხვალიდან, ძალაში შედის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებს საჭირო მედიკამენტების პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში მისცემენ. მიხეილ სარჯველაძემ ბრძანებას ხელი გასულ კვირას მოაწერა. ბრძანების ამოქმედებამდე, პაციენტებს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოწერილი მედიკამენტები კლინიკებში თავად მიჰქონდათ.
სააფთიაქო ქსელებში ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების დეფიციტზე მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ამ საკითხზე ფარმაცევტულ სექტორთან, აფთიაქებთან და იმპორტიორებთან საკმაოდ მწვავე შეხვედრა ჰქონდათ. მინისტრის თქმით, თუ კერძო სექტორი საკითხს არ დაარეგულირებს, მაშინ დამატებითი რეგულაციები გამორიცხული არ არის.