ჩაერევა თუ არა რუსეთი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში. საფრთხეებზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კითხვის პასუხად, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი არაერთხელ, პირდაპირ ჩარეულა სხვა ქვეყნების არჩევნებში. ამიტომ მნიშვნელოვანია, 26 ოქტომბერს საკუთარი ქვეყნის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს.
“ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.