emguide.ge – საქართველოში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ემიგრანტებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება. ვებგვერდის პრეზენტაცია „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა. ვებგვერდზე არჩევნებში მონაწილების მსურველი ემიგრანტები უნდა დარეგისტრიდნენ, რათა მისი მეშვეობით შემდგომ მათი საარჩევნო უბნებამდე მიყვანის ორგანიზება იყოს შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში, უბნებამდე მათ ავტობუსებით მიიყვანენ. ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია დაცული იქნება და სხვა ქვეყნის საემიგრაციო სამსახურს არცერთ შემთხვევაში არ გადაეცემა. დამფუძნებლების თქმით, საიტის შექმნის მიზანია, არჩევნებში მონაწილეობა დამატებით 200 ათასმა ემიგრანტმა შეძლოს. დამფუძნებლებს შორის არიან: სოფო ჯაფარიძე, ეკა მიშველაძე, ბაჩანა შენგელია და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები.