პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ორი დღეა ის გურიაში იმყოფება, სადაც მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს ხვდება. გახარიამ დღეს შეხვედრა ოზურგეთში გამართა და პარტიის რეგიონული ოფისი გახსნა. მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მარტო მიიღებს მონაწილეობას. გახარიას თქმით, ამ ეტაპზე გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებები სხვა პარტიებთან არ მიმდინარეობს.