საკონსტიტუციო სასამართლომ რუსულ კანონზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. საქმის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელი განსახილველად პლენუმს უნდა გადაეგზავნოს. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ რუსული კანონი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება. პრეზიდენტი სარჩელით რეპრესიული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას ითხოვს. ზურაბიშვილის გარდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე მოთხოვნით 17 ივლისს მიმართეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა. რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ ოპოზიციონერი დეპუტატებიც.