დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი დასრულდა. 50-მდე ქვეყნის ლიდერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ქალაქ ვუდსტოკში ბლენ-ჰაიმის სასახლეში უმასპინძლა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.
ევროკავშირის ლიდერებთან ეს პრემიერის პირველი შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ნაწილი გაყინეს და ოცნების ლიდერებს სავიზო სანქციები დაუწესეს. დიდ ბრიტანეთში პრემიერი დელეგაციასთანე რთად იმყოფება მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც.