ორთაჭალაში, “ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია ოფისის პრეზენტაციით გახსნა. “ქართული ოცნების” ახალი ოფისი პრეზენტაციას პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ესწრებოდნენ. სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილი და პარტიის სააპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც. პარტიის ყველა ლიდერი დღეს ამტკიცებდა, რომ ქვეყანა ევროპაში მიდის. ევროპაში წასვლის პირობას დებს ბიძნა ივანიშვილიც, რომელიც რომელიც მართველობიდან 12 წლის თავზე ამბობს,რომ ,,კოლექტიურ’’ ნაციონალურ მოძრაობას პასუხს აგებინებს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ყველას მოუწევს „პასუხისგება“. ის ისევ გლობალური ომის პარტიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი მიზანი მეორე ფრონტის გახსნა და ხელისუფლებაში „აგენტურის“ დაბრუნება. ევროკავშრთან და შეერთებულ შტატებთან გაფუჭებულ ურთიერთობებს ივანიშვილი ომის პარტიას აბრალებს.