პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატმა ხარვეზები გამოავლინა. ლევან იოსელიანის თქმით, აპარატმა 200 საქმე შეისწავლა და ანგარიშში, რომელიც ავადმყოფობის ან ორსულობის დროს მსჯავრის გადავადებას ეხება, ბევრი პრობლემა იკვეთება როგორც გადაწყვეტილებების მიღების, ისე სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნის დროს. სახალხო დამცველის შეფასებით არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო.