ოპტიკური ინტერნეტის გაზრდილი სიჩქარე მაგთის მომხმარებლებისთვის დამატებითი საფასურის გარეშე | 15.07.2024

ოპტიკური ინტერნეტის გაზრდილი სიჩქარე მაგთის მომხმარებლებისთვის დამატებითი საფასურის გარეშე. 15 ივლისიდან მაგთის ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებს ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე ავტომატურად გაეზრდება. კონკრეტულად : 30 მბ/წმ-იანი (მეგაბიტწამიანი)პაკეტის სიჩქარე – 50 მბ/წმ-მდეგაიზრდება,50 მბ/წმ-იანი პაკეტის სიჩქარე 80 მბ/წმ-მდე იზრდება. შედეგად, ფიზიკურ პირებს ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ფასის ყოველგვარი ცვლილების გარეშე.ასევე, 1 ივლისიდან 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტპაკეტის ღირებულება შემცირდა და 100 ლარის ნაცვლად 80 ლარად არის ხელმისაწვდომი. ცვლილება ნახევარ მილიონზე მეტ ოჯახს შეეხება.