საქართველოში საფრანგეთის ელჩმა გუშინ კიდევ ერთხელ განმარტა რატომ შეუჩერა ევროკავშრიმა საქართველოს მთავრობას დახმარება. დიპლომატის თქმით 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული და რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი. ელჩის თქმით, ამ მიზეზით, გადავწყვიტეს დროებით შეაჩერონ პირდაპირი დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება სამოქალაქო საზოგადოებას და მედიაზე მიმართონ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის ჩამოშლასა და საქართველოს იზოლაციაში მოქცევაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. ოპონენტები ამბობენ რომ „ქართული ოცნება“ მტკიცედ ადგას ევროკავშირთან საქართველოს დაშორების გზას.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული „რუსული კანონი“ საბოლოო კენჭისყრაზე 84 ხმით დაამტკიცა. რასაც მალევე მოჰყვა აშშის მხრიდან რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებითვის სავიზო შეზღუდვები დაწესება. გარდა ამისა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“. საპასუხო ნაბიჯები გადადაგ ევროკავშირმაც. რომელმაც საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გაყინა.