“დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში სადავო ცვლილების თაობაზე პაკეტს პრეზიდენტმა ხელის არ მოაწერა | 12.07.2024

“დაგროვებითი პენსიის” შესახებ კანონში სადავო ცვლილების თაობაზე პაკეტს პრეზიდენტმა ხელის არ მოაწერა. ზურაბიშივლმა საპენსიო კანონში შესული ცვლილებების პაკეტი პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების გარეშე, უკან დაუბრუნა. ცნობილია, რომ კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით გამოქვეყნედება.

ცვლილებებით საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, რაც პრეზიდენტისთვის მიურებელია. ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა თქვა, რომ ცვლილება აჩენს ეჭვს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით.

პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა იცვლება – კერძოდ, ჯერ კიდევ არსებული ორი დამოუკიდებელი, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოს ნაცვლად, ერთიანი მმართველობითი საბჭოთი შეიქმნება. ასევე იზრდება ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ეს შესაძლებლობა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც ჩნდება.