გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მარკ კლეიტონთან – რაზე ისაუბრეს დიდი ბრიტანეთის ელჩმა და კობახიძემ | 12.07.2024

საქართველოს პრემიერი დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.