არჩევნებამდე სამი თვით ადრე „ქართული ოცნება“ ამნისტიის კანონპროექტს აინიცირებს. ოცნების პროექტის მიხედვით ამნისტია 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს შეეხება. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. ასევე, 1/6-ით შემცირება დამატებით შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება დაახლოებით 7 000 პირს შეეხება.
იონათამიშივლის თქმით, ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს; ნარკორეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს; კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ამნისტიის კანონპროექტის მიღებას “ქართული ოცნება” პირველი მოსმენით რიგგარეშე სესიაზე გეგმავს.