საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა – მილერი | 10.07.2024

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დახმარების სახით გამოყოფილი 30 მილიონი ევროს გაყინვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მილერმა განაცხადა, რომ ევროკავშირმაც და მათაც აქამდე არაერთხელ დააფიქსირეს, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა.

კითხვაზე, ძალაშია თუ არა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვა, მილერი პასუხობს, რომ “ურთიერთობის გადახედვა კვლავ გრძელდება”. საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომლის გადმორიცხვა ევროპული სამშვიდობო ფონდიდან (EPF) იგეგმებოდა. ელჩის თქმით, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში განიხილება სხვა ზომების მიღებაც.