ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი კიდევ უფრო გამდიდრდა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, „ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ქონება ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა და 7.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამ შედეგით ივანიშვილი მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს შორის 369-ე ადგილზეა. ქართველი ოლიგარქის ქონების შეფასება წლიურ ჭრილში 700 მილიონი დოლარით, ანუ 10.6%-ით არის მომატებული. Bloomberg-ის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის ქონება დივერსიფიცირებულია და 27% განთავსებულია გლობალურ აქციებში, 36% ფიქსირებული შემოსავლის აქტივებში, 20% ნაღდ ფულში, 12% ალტერნატიულ საინვესტიციო ინსტრუმენტებში, 5% კი ნედლეულის ბაზარზე. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს. საწყისი მაჩვენებელი 6.33 მლრდ დოლარი იყო. ყველაზე დაბალ ნიშნულს ქართველი ოლიგარქის ქონებამ, 4.95 მლრდ დოლარს, 2020 წელს მიაღწია, ბოლო მონაცემებით კი საქართველოში პრორუსული პოლიტიკის გამატერებელი ივანიშვილის ქონება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.