მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია | 04.07.2024

მთაწმინდის ფერდზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა. ცეცხლის ქრობის პროცესში მეხანძრე-მაშველების დაახლოებით 10-მდე ჯგუფი და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა. მთაწმინდის ფერდზე, ცეცხლი ოქროყანის გზისკენ, ბალახსა და ბუჩქებს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის სხვა ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობდა.