ამერიკის დამოუკიდებლობის დღე შეერთებული შტატების საელჩომ ტრადიციული საზეიმო მიღებით აღნიშნა. ელჩი რობინ დანიგანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იღებდნენ გრძელ რიგში მყოფ სტუმრებს.
ელჩმა დანიგანმა სიტყვით გამოსვლისას ბევრ საკითხზე გაამახვილა ყუირადღება. არ დავიწყებია ქართველი ფეხბურთელების წარმატება. დიპლომატმა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და “ისტორიული ასპარეზობა” მიულოცა.
საელჩოში, რამდენიმე ასეულ სტუმართან ერთად, იმყოფებოდნენ პრემიერი კობახიძე, რამდენიმე მინისტრი და „ქართული ოცნების“ პარლამენტარების მცირე ნაწილი. ასევე – ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. შარშანდლისგან განსხვავებით წელს, საზეიმო მიღებაზე საქართველოს არცერთი ოფიციალური პირი სიტყვით არ გამოსულა. სტუმრებს მხოლოდ დიპლომატმა მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მიღებაზე პრემიერი იმყოფებოდა ამერიკას დამოუკიდებლობის დღე სოციალურ ქსელ X-ზე მიულოცა. მისი თქმით, ამ დღის აღნიშვნით დასტურდება ერთგულება, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისთვის.
წელს პირველად საელჩოში საზეიმო მიღებაზე არ იმყოფებოდა არც საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღე სოციალურ ქსელ X-ზე მიულოცა.
“ვულოცავ 4 ივლისს ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და პარტნიორებს! საქართველო აფასებს სამართლიანობასა და ადამიანური ღირებულებების პატივისცემაზე დაფუძნებულ თქვენს მრავალწლიან მეგობრობას და მხარდაჭერას დემოკრატიის, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. გისურვებთ, პირადობის მოწმობაში ამერიკის მოქალაქეობა დარჩეს ინსპირაციად თავისუფლებისმოყვარე ერებისთვის მთელს მსოფლიოში”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.