„ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მოიცავს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდებს.
“დეკლარაცია იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში – იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია”, – ეუთო-ს დეკლარაცია.
“ქართული ოცნების” დელეგაცია, ამტკიცებდა, რომ რეზოლუციაზე მხარის არდაჭერის მიზეზი ის სადავო ჩანაწერი გახდა, რომელიც რეზოლუციის დამკტიცებამე დოკუმენტში ჩაიწერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. არადა, ცნობილია, რომ აღნიშნულის გამო რეზოლუცია ოპოზიციამაც გააკრიტიკა, რის შემდეგაც ეუთო ეს ჩანაწერი დოკუმენტიდან ამოიღო. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა ისე დოკუმენტი, რომელიც სრულად საქართველო მხარდამჭერია.