“გავხადოთ ევროპა ისევ დიდებული”, – ეს ევროკავშირის საბჭოს უნგრეთის თავმჯდომარეობის სლოგანია. უნგრეთი დღეიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, 2024 წლის დეკემბრის ბოლომდე, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იქნება.
უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტებია: ევროკავშირის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერება, თანმიმდევრული და დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოების პოლიტიკა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება, ერთსულოვნების პოლიტიკის მომავლის ფორმირება, დემოგრაფიული გამოწვევების მოგვარება.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ქვეყნებს როტაციის პრინციპით, რიგითბით, 6 თვის ვადით უწევთ. უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბელგიისგან გადაიბარა, დეკემბრიდან კი თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდება. უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე, ბლოკმა დააჩქარა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღება და დაიწყო უკრაინასთან წევრობის მოლაპარაკებები.