ვინ არის ის პირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამერიკაში ‘’პერსონალურ შიკრიკად გააგზავნა. ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს რომ “ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ მთავრობის ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმეების მოსაგვარებლად პერსონალურ შიკრიკად გააგზავნა. გიორგი გახარია ამ პოლიტიკური ფიგურის სახელსა და გვარს არ ასახელებს, არც დამატებით დეტალებზე საუბრობს, თუმცა ამბობს რომ აჯობებდა ივანიშვილი ასე არ მოქცეულიყო.
ვრცელდება ინფორმაცია რომ პირი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ამერიკაში პერსონალურ შიკრიკად გაგზავნა შესაძლოა სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი იყოს. ლილუაშვილის ამერიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ ყოფილა. თუმცა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ, რომ ივნისის თვეში ლილუაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ნამდვილად იმყოფებოდა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ რომ ლილუაშვილის შტატებში გამგზავრება არაფორმალურად მოხდა. მიზეზი კი მოსალოდნელი ფინანსური სანქციებია. ოპოზიციას მიაჩნია რომ მორიგი საქნციები ძალიან სერიოზული დარტყმა იქნება და ბიძინა ივანიშვილი ახლა ამ პროცესიების თავიდან არიდებას ცდილობს.
რუსული კანონის მიღების გამო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ასევე სამართალდამცავებს და მათი ოჯახის წევრებს სავიზო სანქციები დაუწესა. დეპარტამენტმა ასევე ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეული გადახედვა დაანონსა. დღის წესრგიში ასევე ფინანსური სანქციები დგას.