მატჩი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს გავა თუ არა საქართველო ევრო 2024-ის F ჯგუფიდან. დღეს, გელზენკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მესამე მატჩს ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან, პორტუგალიასთან გამართავს. ისტორიული შეხვედრა საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გადამწყვეტ მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუშინ, პრესკონფერენცია გამართეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ. სანიოლს შეკითხვა ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებითაც დაუსვეს, რამაც მწვრთნელი გააღიზიანა.
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმაც. მან ღიად თქვა, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და მათთან პორტუგალიას მარტივი მატჩი არ ელის.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში იმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. პირველ ტურში, საქართველო თურქეთის მატჩი ანგარიშით 1:3 დასრულდა. მეორე ტურში საქართველოს ჩეხეთის მატჩი ფრე, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ეროვნულ ნაკრებს ევრო 2024-ის F ჯგუფიდან გასასვლელად ახლა პორტუგალიის ნაკრების დამარცხება სჭირდება.