ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალს და ჯოზეფ ბორელის გზავნილებს თბილისში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მინისტერიალმა და ევროკომისრის განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ გრუსული კანონის მიღებამ და ევროდირექტივების ჩაგდებამ ევროკავშირის გზაზე მიღწეული შედეგის გადახედვა გამოიწვია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველო ღირსებით არა ევროპისკენ, არამედ რუსეთისკენ მიჰყავს.
ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს სანქციებში ხედავს, „ქართული ოცნებისთვის“ კი დასავლეთიდან გამჭვირვალობის კანონის გამო გაჟღერებული კრიტიკა მიუღებელია.