ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები 27 ივნისს გაიმართება. ქართულმა ოცნებამ ევროსაბჭოში დებატების გაუქმება მოითხოვა, თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ოცნების დეპუტატი გივი მიქანაძე ითხოვდა, რომ დებატები არ გამართულიყო, რადგან რამდენიმე თვეში საქართველოში არჩევნებია, ეს მსჯელობა კი შესაძლოა ხელისშემშლელი აღმოჩნდეს.
ნაციონალური მოძრაობაში ევროსაბჭოში საქართველოზე დებატების ჩანიშვნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ პარტნიორებს აინტერესებთ, რა მდგომარეობაა საქართველოში.