პროფესორ გიორგი გახელაძეს თბილისში მესამე დღეა ეძებენ. გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორმოცდაათამდე მოხალისე დღეს, დილას, კუს ტბაზე შეიკრიბა და ვაკის პარკის მიმართულებით ტერიტორია შეამოწმა. მოხალისეებთან ერთად გახელაძეს შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშომლებიც ეძებენ.
19 ივნისს 57 წლის გიორგი გახელაძე სახლიდან უნივერსიტეტში წავიდა. ბოლოს მისი ტელეფონი ანძამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ვაკის პარკში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგია გამორთული იყო. როგორც გიორგი გახელაძის ძმა ლევან გახელაძე ამბობს, პარკიდან საგამომძიებლო ორგანოებმა კამერები მაინც ამოიღეს და ამჟამად ჩანაწერებს ამოწმებენ. სხვა კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გიორგი გახელაძე იქვე მაღაზიასა და აფთიაქში შევიდა და „ასპირინი“ და ალკოჰოლური სასმელი შეიძინა.