მეწყერი ქვემო სვანეთში | 18.06.2024

ქვემო სვანეთში მოსული უხვი ნალექის შედეგად ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე მეწყრული პროცესი განვითარდა. სტიქიის შედეგად პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი იყო. ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.