პოლიტიკური პარტია “ახალი” რეგიონებში შეხვედრებსგანაგრძობს. ზუგდიდში “ახალის” თანათავმჯდომარეები ნიკა მელია და ნიკა გვარამია პარტიის ადგილობრივ ლიდერებს შეხვდნენ და წინასაარჩევნო სტრატეგიაზე იმსჯელეს. პარტიის წევრებმა ადგილობრივების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. პარტიის ლიდერების თქმით ზუგდიდში პარტია “ახალი” აყალიბებს ძლიერ, კომპეტენტურ, ბრძოლისუნარიან, წესიერი ადამიანებისგან შემდგარ გუნდს, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.