ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრთან ღია ფორმატში შეხვედრას ითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის დაპირების მიუხედავად, ქვეყანაში ონკოპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტები კვლავ დეფიციტშია, რის გამოც მკურნალობა უგვიანდებათ. ონკოპაციენტებმა ჯანდაცვის სამინისტროს წერილობითაც მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ონკოპაციენტები გეგმავენ განცხადებით პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესაც მიმართონ და მათი პრობლემები გააცნონ.