თბილისის მერია პარლამენტის გვერდით მდებარე, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს, 13 ივნისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისს დაიწყება და ივლისის თვეში დასრულდება. კალაძის თქმით, რეაბილიტაციის დროს, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. მისივე თქმით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 9 აპრილისა და მიმდებარე ქუჩებზე შეიცვლება საავტომობილო მოძრაობის სქემაც.