გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში – ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი MASSIVE ATTACK | 12.06.2024

ბრიტანული მუსიკალური ჯგუფის MASSIVE ATTACK-ის კონცერტი საქართველოში აღარ ჩატარდება – ამის შესახებ ინფორმაციას “Black Sea Arena” სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მოგვიანებით ბრიტანულმა ჩგუფმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათ კონცერტის გაუქმება საქართველოს მთავრობის მიერ ადამიენის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო გადაწყვიტეს. მათი თქმით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ,,black sea arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძლადობრივი ჩახშობის მოწონებად.

“გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად. ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში”, – MASSIVE ATTACK-ის კონცერტის გაუქმებაზე.

25 აპრილს ჯგუფს მოძრაობა “სირცხვილიამ” მიმართა და Massive Attack-ს მოუწოდა, საქართველოში კონცერტის გამართვამდე გაეცნონ ქვეყანაში არსებულ “საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას”. ჯგუფს, სწერდა საქართველოს ასობით მოქალაქე, უარი ეთქვა საქართველოში კონცერტის გამართვაზე. 3 მაისს მუსიკალურმა ჯგუფმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელ X-ში სოლიდარობა გამოუცხადა ქართველ სტუდენტებს, რომელებიც მონაწილეობდნენ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციებში.ჯგუფი მთავრობის მხარდაჭერილი კამპანიის – Starring Georgia-ს ფარგლებში უნდა ჩამოსულიყო.