MONA.GE-ის სია განახლდა – პარტიებმა “გირჩი და დროამ” ამჯერად მონაჯიზე 11 პირი შეიყვანეს | 06.06.2024

MONA.GE-ის სია განახლდა – პარტიებმა “გირჩი და დროამ” ამჯერად მონაჯიზე 11 პირი შეიყვანეს რომლებიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების რეპრესიებში არიან მხილებულები.

MONA.GE-ის განახლებულ სიაში მოხვდნენ ძალოვანი სისტემის წარომადგენლები, ასევე მოსამართლეები და მომიტინგეების ცემაში მხილებული პირები.

სიაში მოხვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძეც. პარტიებში ამბობენ რომ სწორედ კაციტაძის სამსახურია პასუხისმგებელი პოლიციელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოვლენაზე, თუმცა უწყება არაფერს იძიებს.