აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ კრემლის მიერ შთაგონებული კანონის მიღებას „რეალური და სერიოზული შედეგები“ მოჰყვება. მათ შორის, საუბარია ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადახედვაზე. ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე მეთიუ მილერმა ღიად თქვა, რომ შეერთებული შტატები პოტენციურ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებზე უკვე აქტიურად მუშაობს.
ბიძინა ივანიშვილი, რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები ამერიკული სანქციების საფრთხის ქვეშ რეპრესიული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ აღმოჩნდნენ. მანამდე დასავლელი პარტნიორები „ოცნების“ წევრებს აფრთხილებდნენ, რომ რუსული კანონის მიღება და საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა უპასუხოდ არ დარჩებოდა.