ოპოზიცის წერილი კონგრესმენ ჯო უილსონს | 06.06.2024

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია კონგრესმენ ჯო უილსონს წერილს უგზავნის და კონგრესს არჩევნებზე დაკვირვებას სთხოვს. ოპოზიცია ჯო უილსონ სთხოვს, საარჩევნოდ კოლეგებთან ერთად თბილისს ეწვიოს და პირადად ნახოს რა ვითარებაში უწევს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას წინასაარჩევნოდ ბრძოლა.

ოპოზიციის ერთობლივ წერილში საუბარია თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე, ოპოზიციური ლიდერების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობაზე, უკანონო დაკავებებზე, სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმებზე.

ოპოზიციური პარტიების წერილს წინ უძღოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში რუსული კანონის მიღების გამო განვითარებული მოვლენების განხილვა. კონგრესში, ჰელსინკის კომისიის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს რეპრესიული კანოსნი ავტორების მიმართ სანქციებზე და სავიზო შეზღუდვებზე. საუბარი შეეხო ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარულ მმართველობას. კონგრესმენები ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და სხვა ავტორიტარულ მმართველებს. განხილვას კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.