სიბნელე დამარცხდება! – ნათელაშვილი აშშ-ში „მეგობარი აქტის“ ავტორს კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა | 05.06.2024

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ში კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა, რომელიც „მეგობარი აქტის“ ავტორია. ნათელაშვილი ამბობს, რომ ახლა შეერთებული შტატები ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის სანქცირებისთვის ემზადება. მისივე თქმით, ჯო უილსონთან შეხვედრაზე მან კონგრესმენს ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.