აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რუსული კანონის ავტორების მიმართ სანქციების დაწესებაზე ყოყმანს არ აპირებს. მილერმა პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსულ კანონთან დაკავშირებით და თქვა, რომ ეს კანონი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს ფუნდამენტურად ცვლის. მილერმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებს სანქციებთან დაკავშირებით. ბრიფინგზე მეთიუ მილერმა თქვა, რომ აშშ განიხილავს საპასუხო ქმედებებს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონი დაამტკიცა.
24 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსულ კანონზე პასუხისმგებელი პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას, და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს. ბლინკენის თქმით, ამერიკა იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.დაუდასტურებელი ინფორმაციით ოცნების წევრებმა უკვე მიიღეს ელექტრონული ფოსტით შეტყობინება სავიზო სანქციების შესახებ, თუმცა თვად ოცნების წევრები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.