დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ ნაციონალური მოძღაობის ოფისში | 04.06.2024

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მივიდნენ.  პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა მათ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით დეტალური მიაწოდა ინფორმაცია.  შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე რუსულ კანონზე, მოქალაქეთა დაშინების მცდელობებსა და წინასაარჩევნო პერიოდზე.

“ნაციონალური მოძერაობის” ცენტრალურ ოფისს რამდენიმე ათეული ადამიანი 1 ივნისის ღამეს დაესხა თავს. მათ მინები ჩაამსხვრიეს და პარტიის ინვენტარი დააზიანეს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები ოფისში შეჭრასაც ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. თავდასხმის დროს ოფისში თანამშრომლები, მათ შორის ლევან ხაბეიშვილი და მისი არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდნენ. მომხდარზე შსს-მ გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა.