რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მოქალაქეებმა „მონა“ და „სამშობლოს გამყიდველი“ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს ეძახეს. დეპუტატი უხერხულ ვითარებაში გუშინ ვაკის პარკში აღმოჩნდა.
სანიკიძემ მოქალაქეებს სამარცხვინოები და დემაგოგები უწოდა. მოგვიანებით სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანიკიძეს თავს „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ნაცმოძრაობის“ წევრები დაესხნენ.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს მოქალაქეები სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა დროს ახსენებენ, რომ სამშობლოს წინაშე ღალატი ჩაიდინეს. მათ შორის აღმოჩნდნენ ელისო ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე და ნინო წილოსანი.