ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე დაიბარეს | 30.05.2024

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე დაიბარეს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს 29 მაისს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ლიეტუვის საგარეო უწყების თქმით ელჩთან, დააფიქსირეს შეშფოთება თბილისში შექმნილი სიტუაციის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული კანონი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაშინებისა და შეზღუდვისკენაა მიმართული. ლიეტუვის საგარეო უწყების თანახმად საქართველოს ელჩს შეხვედრაზე უთხრეს, რომ ვილნიუსი პარტნიორებთან ერთად რუსულ კანონზე საქართველოსთვის საპასუხო ზომებს განიხილავს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ 2023 წლის დეკემბერში, ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ცხრა რეკომენდაციის შესრულების პირობით. როდესაც საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის განხილვა დაიწყო, ევროკავშირმა იგი არაორაზროვნად გააფრთხილა, რომ რუსული სტილის კანონი არა შეესაბამებოდა ევროკავშირის ფუნდამენტურ სტანდარტებსა და ღირებულებებს და წარმოადგენდა აუცილებელ რეფორმებზე უარს.