აშშ-ის სანქციები საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებს | 24.05.2024

აშშ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას აცხადებს.  ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი. კონკრეტულად ვის შეიძლება შეეხოს   სავიზო შეზღუდვა, სახელმწიფო მდივანი არ ასახელებს. სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზეზი რუსული კანონი და მასთან დაკავშირებული მოვლენებია, მათ შორის „პროტესტის ჩახშობის მიზნით გამოყენებული რეპრესიული ტაქტიკა”. ამასთან, აშშ-ში ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ „ქართული ოცნება” კანონზე უარს იტყვის. გარდა ამისა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას აანონსებს.

“ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე.

საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.

ასევე, დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ”, – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება.

პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად და ივანიშვილის რეჟიმის შესაჩერებლად  საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ახალ, ორპარტიულ კანონპროექტს განიხილავს, რომლის ავტორები სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არიან. პაკეტი სახელწოდებით  “ქართველი ხალხის აქტი” სენატს დღეს წარედგინება, მისი სამიზნეები კი  ის ადამიანები იქნებიან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეშლაში, ასევე ისინი, ვინც ხელი შეუწყო რუსული კანონის მიღებას და დგანან კორუფციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის უკან. კანონპროექტის თანახმად, ვიზები შეუჩერდებათ იმ მაღალჩისნებსაც, ვინც უკვე ამერიკაში ცხოვრობენ და ასევე მათი ოჯახის წევრებსაც. საუბარია მთავრობის მოქმედ და ასევე ყოფილ წევრებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატები შეისწვლის 2012  წლიდან დღემდე, ყველა მოქმედებას.

ორ პარტიული კანონპროექტით რომელიც სენატში შევიდა, დგინდება, რომ სანქციების სიაში მოექცევიან პარლამენტის თანამშრომლები, საკრებულოების წევრები და ხელმძღვანელი პირები რეგიონებიდან, მერიების და მერიის დაფუძნებული აიპების თანამშრომლები, ყველა ვინც ადამიანების დაშინებაში, დევნასა და ტერორში იქნებიან მხილებულები.  მთავარი სანქციების არეალში ექცევიან ძალოვანები, სპეცრაზმელები პოლიციელები.

სავიზო შეზღუდვები და სანქციები ამ კანონპროექტში სამართალდამცველებიოსა და სამართალდამცველი ორგანოების მარალჩინოსნებისთვის ცალკეა გაწერილი.

ქართველი ხალხის აქტში” ცალკეა გამოყოფილი რუსეთის მავნე გავლენები და კორუფციული ქმედებები, შესაბამისად სანქციების კანდიდატებში არიან, ყველა კორუფციაში მხილებული პირები.