“ქართული ოცნება” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს – როგორც “ხალხის ძალის” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, საკითხი ჯერ 27 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული, შემდეგ კი 28 მაისს პრეზიდენტის ვეტოს პლენარულ სხდომაზე მარტივად დაძლევენ.
საერთაშორისო პარტნიორებისა და მასშტაბური საპროტესტი აქციების ფონზე “ქართული ოცნების” უმრავლესობამ მესამე და საბოლოო მოსმენით რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. 18 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბშვილმა კანონს ვეტო დაადო და განსახილველად პარლამენტს დაუბრუნა. პრეზიდენტის თქმით, ეს კანონი „რუსულია’’ და წინააღმდეგობაში მოდის როგორც ქვეყნის კონსტიტუციასთან, ისე ევროპულ სტანდარტთან. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა საკმარისია.