არავითარ შეხვედრას კეზერაშვილთან, არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში – ნიკა მელიას განცხადება | 21.05.2024

პარტია “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ ინფორმაცია, თითქოს ის და ნიკა გვარამია საზღვარგარეთ დავით კეზერაშვილს შეხვდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. სოციალურ ქსელ ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ რაც უფრო შორს იქნება კეზერაშვილი პოლიტიკისგან, მით უკეთესი. მისი თქმით, ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და არც ახლა და არც მომავალში არავითარ საკითხზე შეხვედრას არ გეგმავს.

„ოცნების“ პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს. დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის. ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია. პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია „ახალი“. არავითარ შეხვედრას მასთან, არცერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში”, – ნიკა მელიას განცხადება.