საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დასრულებულია. ირაკლი კობახიძემ ოფიციალური ვიზიტი მედიასთან შეაჯამა და განაცხადა, რომ საქართველო თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის აზრით საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება. ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მას დამატებით არ უსაუბრია ე.წ. რუსულ კანონზე, თუმცა თქვა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ირაკლი კობახიძემ მოსაზრებები გაუზიარა.
პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ლიდერობა სამაგალითოა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთში 16 მაისს გაემგზავრა, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.