„ოცნებამ“ რუსულ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება | 17.05.2024

“ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონში ისეთი ცვლილება შეიტანა, რომელიც კანონს მონიტორინგის ნაწილში ფიზიკურ პირებსაც შეახებს. ახალი რედაქციით სახელმწიფოს ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება შეეძლება. რუსული კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში მე-9 მუხლში, რომელიც პასუხისმგებლობას შეეხება, დამატებულია ახალი სანქცია, რომლის მიხედვითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. პირველ და მეორე მოსმენაზე მიღებულ ვერსიებში ფიზიკური პირების 5000-ლარიან ჯარიმაზე საუაბრი არ ყოფილა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს, რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.