რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტი ისევ გრძელდება.ახალგაზრდები გუშინ ჯერ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ.შემდეგ კი პროტესტმა მთელი თბილისი მოიცვა.მშვიდობიანმა მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირიდან მსვლელობა მოაწყეს გმირთა მოედნისკენ.
მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები “ქართული ოცნების” ოფისისკენ დაიძრნენ. ოფისთან მობილიზებული იყო პოლიცია. ახალგაზრდები პოლიციის წინ განლაგდნენ. აქციაზე ისმოდა შეძახილები – “გადმოდით ხალხის მხარეს’’
თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპელი პოლიტიკოსები, წუხელ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აქციის მონაწილებს მიმართეს და მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს. ევროპელი მინისტრები გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მიმავალ მსვლელობასაც შეუერთდენ.
მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო ბათუმშიც. რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა ბათუმის ესტაკადა გადაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ “ქართული ოცნება” უარს არ იტყვის რუსულ კანონზე.