თავდასხმების და დაშინების მიუხედავად, პროტესტი გრძელდება – პარალიზებული თბილისის ცენტრი | 15.05.2024

“ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის საბოლოოდ მიღების შემდეგ პროტესტი გრძელდება. თავდასხესხემების  და დაშინების მიუხედავად ათასობით ადამიანი გუშინ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა, მას შემდეგ, რაც აქ სპეცრაზმმა დღისით ხალხი დაარბია, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა რუსთაველზე, გუშინ, საღამოს ათობით ათასი ადამიანი მივიდა.

გუშინ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო თბილისის ცენტრი და სანაპიროები. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანი,მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპირო,ასევე  ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს.

რუსთაველის გამზირზე,რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ თბილისში ვიზიტით მყოფი,ევროპელი პოლიტიკოსებიც. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ  ჟიგიმანტას პავილიონისმა აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ მხარადჭერა გამოუცხადა.

“თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია და ყველა თქვენგანით ვამაყობთ. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერაზე მეტს შეგიძლიათ ელოდოთ. დღეს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გვკითხა, „ქართული კოშმარის“ ამომრჩევლებს რა უნდა ვუთხრათო? ჩემი გზავნილი და პასუხი ძალიან მარტივია: მოუსმინეთ ახალ თაობას, მოუსმინეთ თქვენს შვილებს, მოუსმინეთ თქვენს და-ძმებს. მე  ვიცი, რომ თქვენი გული სავსეა სიბრაზით  მაგრამ  მინდა, მიშელ ობამას სიტყვები მოვიხმო – „თუ ისინი ფკსერზე ეშვებიან, ჩვენ ზემოთ ავდივართ“. არ დაიჯეროთ ეს ტყუილები, ეს შეთქმულების თეორიები, ჩვენ არ ვართ რადიკალები, თქვენ არ ხართ რადიკალები. თქვენ უბრალოდ ევროპაში გავრცელებულ აზრს წარმოადგენთ, რადგან იბრძვით დემოკრატიისთვის, დამოუკიდებლობისთვის თავისუფლებისთვის კანონის უზენაესობისთვის”, – მიხაილ როთის სიტყვა.

“ჩვენ პარლამენტში სტუმრობა გვინდოდა მაგრამ კარი დაკეტილი დაგვხვდა,თქვენმა წარმომადგენელმა არ მიგვიღეს და არ მოგვისმინეს,მაგრამ ჩვენ თქვენი ხმა გვესმის და თუ პარლამენტში ჩვენ შეშვებაზე უარს ამბობენ ჩვენ აქ მოვდივართ”, – პავულიონის სიტყვა.