კრემლის ღია მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას | 14.05.2024

კრემლის ღია მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას საშინაო საქმეებში გარე ჩარევისგან იცავს. პესკოვი „ოცნების“ რიტორიკას ერთი-ერთში იმეორებს და დასავლური სანქციებით მუქარას ივანიშვილის პარტიაზე ზეწოლად აფასებს.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეგრამარხზე მოკლე განცხადებას ავრცელებს ანტიქართული განწყობებით გამორჩეული კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი. „სახალხო მღელვარება საქართველოსა და სომხეთში ურთიერთსაპირისპიროა. საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში – პატრიოტები“ , — წერს დუგინი საკუთარ ტელეგრამარხზე.