საქართველოს პრეზიდენი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმარუება, რომელშიც მან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ილია ჭავჭავაძის მკვლელს შეადარა. პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალგაზრდებსა და გიგლა ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის დასმა “ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა”.
“ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მისი მთავრობის გაუცხოებას საკუთარი ხალხისგან ადასტურებს! მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია. ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან (გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!! რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!”, – პრეზიდენტის პასუხი კობახიძეს.
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აქვეყნებს „ღია წერილს გულწრფელი ახალგაზრდებისადმი“. ვრცელ წერილში კობახიძე საქართველოში ბოლოს წლებში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე ერთი ახალგაზრდის დამოკიდებულებას აღწერს. პრემიერი წერს, რომ ეს ახალგაზრდა „ნაციონალების“ სახეა, რომელიც ხან პოლიტიკოსების, ხან არასამთავრობო ორგანიზაციების, ხანაც მედიისა და ლექტორების გავლენით მოქმედებს. გარდა ამისა აღმოჩნდა რომ “ქართულმა ოცნებამ” მხარდამჭერები ინტელექტის მიხედვით დათვალა. პრემიერმინისტრი ასევე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ილია ჭავჭავაძის მკვლელ გიგლა ბერბიჭაშვილს ადარებს. მისი თქმით, საპროტესტო აქციებში, სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს მათი დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან.
“გამოვიკითხეთ, ამომრჩევლის რამდენი პროცენტი უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“ ინტელექტის დონის მიხედვით. რესპონდენტების ინტელექტი, ანუ IQ შევამოწმეთ და ისინი მაღალი, საშუალო და დაბალი ინტელექტის კატეგორიებად დავყავით. კვლევით დადგინდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში – მხოლოდ 45,6 პროცენტი. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია “ნაცმოძრაობის”, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს… როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე – ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში”, – ირაკლი კობახიძის პოსტი.