რუსულმა რეჟიმმა, ჩემთან სახლში მოაგზავნა ტიტუშკები და ზონდერები – ბრიფინგი ნაცმოძრაობის ოფისში | 08.05.2024

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს წევრი, ირაკლი ეძგვერაძე სპეციალურ ბრიფინგზე “ქართულ ოცნებას” მისი და მისი ოჯახის დაშინების მცდელობაში ადანაშაულებს. ეძგერაძეს თქმით, კვირა დღეს მის სახლში, სადაც მისი არასრულწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, უცხო პირები მიაგზავნეს, რომლებიც მის ოჯახის წევრებს შეურაცხყოფდნენ და ემუქრებოდნენ. ეძგვერაძემ თავდამსხმელი პირების ვიდეო გამოაქვეყნა. ის შესაბამის უწყებებს მოუწოდებს დაადგინონ ამ პირების ვინაობა და დროულად მოახდინონ რეაგირება.