გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის ქვეყნებშია მიღებული- ბრიფინგი შსს-ში | 08.05.2024

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისში აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე დეზინფორმაცია უწოდა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ. გომელაურის უწყება ირწმუნება, რომ აქციების დასაშლელად “ლმობიერი ზომები” გამოიყენეს. უწყების მტკიცებით რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები “ძალადობრივია”, რასაც საპოლიციო ძალები პროპორციული ძალით პასუხობენ.

თეიმურაზ კუპატაძის ბრიფინგის პარალელურად მონიტორზე სხვადასხვა ქვეყანაში მომიტინგეების ძალადობრივი დაშლისა და დაკავების კადრები გადიოდა. თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე დააანონსა, რომ პოლიცია მომავალ აქციებზე გამოიყენებს მკაცრ ზომებს მომიტინგეების წინააღმდეგ ისე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.